ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2025 წლისთვის საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების $6,6 მლრდ-მდე ზრდას ვარაუდობს.

ტურიზმის სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 11 მლნ-ს მიაღწევს, წილი კი მშპ-ში თითქმის 8%-ით განისაზღვრება.

საერთაშორისო ტურისტები საქართველოში დანახარჯებს ზრდიან. 2015 წელთან შედარებით დანახარჯები 1,2-ჯერ არის გაზრდილი.

ვიზიტორების საშუალო დანახაჯრმა 2015 წელს 300 დოლარი შეადგინა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 370 დოლარამდეა გაზრდილი. ქვეყანაში გაჩერების ხანგრძლივობა 2015 წელს 5 დღეს შეადგენდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი ნახევარი დღით არის გაზრდილი.

სტრატეგიის მიხედვით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2025 წლისთვის ვიზიტორების საშუალო დანახარჯის 600 დოლარამდე ზრდას ვარაუდობს, 7 დღემდე გაიზრდება გაჩერების საშუალო ხანგრძლივობა.