ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალიმიმართულების განვითარებას იწყებს. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროინდოეთიდან 15 მსხვილი კომპანიას მასპინძლობს. კომპანიები საქართველოში საქორწილოღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულნი.
ინდური კომპანიების წარმომადგენლები თბილისში, მუხრანსა და კახეთის რეგიონში სხვადასხვა სახისღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასა დასასტუმროებს გაეცნენ, სადაც ქორწილების ჩატარებააშესაძლებელი.
ვიზიტის ფარგლებში ინდური კომპანიებისწარმომადგენლები საქართველოს ტურისტულისექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანიურთიერთობების დამყარებისა და სამომავლოთანამშრომლობის მიზნით.
„საქორწილო მიმართულება ერთ–ერთი ახალი, საინტერესო მიმართულებაა, რისთვისაც საქართველოსგანიხილავენ როგორც ახალ დანიშნულების ადგილს. ეს არის ტურისტული პროდუქტი, როდესაც მოკლევადებში დიდი ოდენობით ჯგუფები ორგანიზებულადჩამოდიან და გამოირჩევიან მაღალმხარჯველობით. ევროპაში ეს გამოცდილი პროდუქტია – არაერთმაქვეყანამ პოზიციონირება გააკეთა, როგორცსაქორწილო მიმართულებამ. ვფიქრობ, საქართველოსამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენიქვეყნის სტუმარმასპინძლობის სფეროს უნარი აქვს, რომ ეს ნიშა დაიმკვიდროს. სწორედ ამიტომ, ტურიზმისეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ამ ახალპროექტზე და ამ მიზნით საქართველოს ეწვივნენმაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიები – ქორწილებისდამგეგმავები ინდოეთიდან,“ –განაცხადა ტურიზმისეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაიაომიაძემ.
„როგორც იცით, ინდოელები ძალიან ბევრს მოგზაურობენ, იქნება ეს ქორწილები, კორპორატიული ღონისძიებები თუ ინდივიდუალური მოგზაურობები, ისინი ყოველთვის ეძებენ სიახლეს. ყველაზე კარგი რაც საქართველოში ვნახე, ეს კულტურისა და კერძებისმსგავსებაა ინდურ კულტურასთან, რაც დიდი პლიუსია. ინდოეთის ქალაქებიდან პირდაპირი ფრენები საქართველოში ძალიან დიდი უპირატესობაა. ინდოელ მოგზაურებს არ უწევთ ლოდინი გადასხდომისას. საქართველო ერთ-ერთი ძალიან ხელმისაწვდომი ევროპული მიმართულებაა. ჩვენ მრავალ სასტუმროსა და ლოკაციას ვესტუმრეთ. ადამიანები ძალიან მეგობრულები არიან, რაც აუცილებელია ჩვენი ჯგუფებისთვის, ეს დაგვეხმარება მარტივად ჩამოვიყვანოთ ჩვენი კლიენტები საქართველოში“,-აცხადებს ინდური ღონისძიებების კომპანიის წარმომადგენელი იშა.
ინდოეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წლის იანვარ–ივნისის მონაცემებით, ინდოეთიდან საქართველოში 75 893 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგურპერიოდთან შედარებით 31.4%-იანი ზრდაა. ტოპქვეყნებს შორის ინდოეთი მე-6 ადგილზეა. ინდოეთიდან ვიზიტორების 6 თვის მონაცემებითმთლიანი დანახარჯი 110.5 მილიონი ლარია.
ახალი მიმართულებების განვითარებისმიზანშეწონილობაზე საუბრობს კვლევითი დასაინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-იც. კომპანიის2025 წლის ორი კვარტლის კვლევაში აღნიშნულია, რომინდოეთის ბაზრის მასშტაბის გათვალისწინებითმიზანშეწონილია უფრო მაღალმხარჯველი სეგმენტისმოზიდვა. მნიშვნელოვანია საქმიანი დაღონისძიებებზე ორიენტირებული ვიზიტების –კონფერენციების, ფორუმების, ქორწილების – უფრომეტად წახალისება.












