საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ედიტე მედნეს შეხვდა.
სააგენტოს ხელმძღვანელმა სტუმარს გააცნო სააგენტოს საქმიანობა და სამომავლო გეგმები, მათ შორის საუბარი შეეხო ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობას ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის კუთხით არსებული მზარდი დინამიკა. აღინიშნა, ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ის მრავალწლიანი წარმატებული ოპერირება საქართველოს საავიაციო ბაზარზე. ითქვა, რომ გასული წელი იყო რეკორდული საქართველოსა და ლატვიას შორის განხორციელებული ფრენების და გადაყვანილი მგზავრების მაჩვენებლების თვალსაზრისით (352 ფრენა, 99 193 მგზავრი). შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის საავიაციო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესს.