2024 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 69.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 159.8 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის (2.5-ჯერ), ისე ტვირთბრუნვის (3.0-ჯერ) მოცულობა.
2024 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 6.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88.0 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 12.0 პროცენტი — გაგზავნილი.
2024 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.5 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 89.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.