2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საჰაერო სივრცეში 7%-ით მეტი გადაფრენა განხორციელდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2025 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 111492 -ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 6,8%-ით მეტია 2024 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებთან შედარებით, 42.7%-ით მეტი 2023 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებთან, 163.4%-ით მეტი კი 2022 წლის 5 თვის სტატისტიკასთან, ხოლო 110.3%-ით მეტი 2019 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებთან.
2019 წლის ხუთი თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში 53020 გადაფრენა განხორციელდა, 2022 წლის იანვარ-მაისში 42330 ერთეული გადაფრენა, 2023 წელის ხუთ თვეში – 78122 ერთეული გადაფრენა, ხოლო 2024 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში კი 104368 ერთეული გადაფრენა.