2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საჰაერო სივრცეში 28%-ით მეტი გადაფრენა განხორციელდა.
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საჰაერო სივრცის 54 232-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 27.6%-ით მეტია 2023 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 63%-ით მეტი 2019 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებთან.
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცეში 33 183 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის პირველ კვარტალში 31 761 გადაფრენა, 2021 წლის პირველ კვარტალში 14 497 გადაფრენა, 2022 წელის პირველ კვარტალში 22 205 ერთეული გადაფრენა, 2023 წლის პირველ კვარტალში 42 484 ერთეული გადაფრენა, ხოლო 2024 წლის პირველ კვარტალში კი 54 232 ერთეული გადაფრენა.