2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საჰაერო სივრცეში 19%-ით მეტი გადაფრენა განხორციელდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2025 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 41 637-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 18,63%-ით მეტია 2024 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლებთან შედარებით, 53,3%-ით მეტი 2023 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლებთან, 231%-ით მეტი კი 2022 წლის ორი თვის სტატისტიკასთან, ხოლო 78.6%-ით მეტი 2019 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლებთან.
2019 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში 23 315 გადაფრენა განხორციელდა, 2022 წლის იანვარ-თებერვალში 12 577 ერთეული გადაფრენა, 2023 წელის ორ თვეში – 27 159 ერთეული გადაფრენა, ხოლო 2024 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში კი 35099 ერთეული გადაფრენა.