2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საჰაერო სივრცის 36.41%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდელ არსებულ პერიოდში.
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საჰაერო სივრცის 65 387-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 19,91%-ით მეტია 2020 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 36,41%-ით ნაკლები 2019 წლის იანვარ-სექტემბერის მაჩვენებლებთან.
2019 წლის 9 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 102 825 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის 9 თვეში კი 54 528 გადაფრენა.