საქართველოს საჰაერო სივრცეში დაწესებული დროებითი შეზღუდვების გამო აზერბაიჯანულმა ავიაკომპანია Buta Airways-მა ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე განრიგის კორექტირება მოახდინა. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, აგვისტოს დასაწყისიდან Buta Airways-ის რეისები შემდეგი განრიგით განხორციელდება:

3-9 აგვისტო (ადგილობრივი დროით):
J2 9223 (ბაქო-თბილისი) – ფრენის განხორციელება: 11:10 საათი, ფრენის დასასრული: 12:20 საათი;
J2 9223 (თბილისი-ბაქო) – ფრენის განხორციელება: 13:20 საათი, ფრენის დასასრული: 14:30 საათი;

3-5 აგვისტო (ადგილობრივი დროით):
J2 9225 (ბაქო-თბილისი) – ფრენის განხორციელება: 23:10 საათი, ფრენის დასასრული: 00:20 საათი.

შესაბამისი NOTAM-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია, სადაც აღნიშნულია, რომ  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საკვანძო სამეთვალყურეო რაიონი (Tbilisi TMA) დახურულია სამოქალაქო სხ-ების ფრენებისთვის მითითებულ პერიოდში:

ა) 3, 4 და 5 აგვისტოს 09:30-11:30 და 21:30-23:30 საათებში ადგილობრივი დროით;

ბ) 7, 8 და 9 აგვისტოს 09:30-11:30 საათებში ადგილობრივი დროით.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ნოტამი G0121/19