საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ:
Turkish Airlines-ი;
Azerbaijan Airlines-ი (AZAL);
Qatar Airways-ი;
Thai Airways International-ი.
რაც შეეხება საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებებს, რიეიტინგი ასე გამოიყურება:
Georgian Airways-ი;
Turkish Airlines-ი;
Wizz Air Hungary Kft-ი.
2018 წლის იანვარი – ივლისის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 7 955 ფრენით და 10.1%-ით მეტია 2017 წლის იმავე პრიოდის მაჩვენებელზე;
2018 წლის 7 თვის განმავლობაში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 60 415 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 3 031 ფრენით, ანუ 5.3% -ით მეტია. აფრენა – დაფრენის რაოდენობა კი 25 941 – ია, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4 924 ფრენით, ანუ 23.4%-ითაა გაზრდილი.
საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარი – ივლისის ჩათვლით 23 930 405 კმ-ს შეადგენს, რაც 333 601 კმ-ით და 1,4%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.