2023 წლის იანვარს მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ავიაკომპანია Geo Sky-ა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2023 წლის პირველ თვეს ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 29 სატვირთო რეისი შეასრულა.

შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ასევე ქართული სატვირთო კომპანია Georgian Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 18 რეისი განახორციელა.

შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე თურქული ავიაკომპანია Turkish Cargo, რომელმაც იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 9 რეისი განახორციელა.

რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი ესტონური სატვირთო ავიაკომპანია Airest-ია, რომელიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე იანვარში 8 რეისს მოემსახურა.

განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზეა Cargolux Airlines-ი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით იანვარში ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 სატვირთო რეისი განახორციელა.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.