2024 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 269.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 611.5 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის (20.3 პროცენტით), ისე ტვირთბრუნვის (43.6 პროცენტით) მოცულობა.
2024 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 26.2 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 86.7 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 13.3 პროცენტი – გაგზავნილი.
2024 წელს საქართველოს აეროპორტებში 2.2 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 2.1-ჯერ აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს. 2024 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 70 ერთეული საჰაერო ხომალდი (16.7 პროცენტით მეტი წინა წელთან შედარებით), რომელთა 78.6 პროცენტს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 21.4 პროცენტს — სატვირთო. სამგზავრო საჰაერო ხომალდების 76.4 პროცენტს 50-ზე ნაკლები ადგილი ჰქონდა, 10.9 პროცენტს — 51-150 ადგილი, ხოლო 12.7 პროცენტი იყო 151-250 ან მეტი ადგილით. 2024 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს ჰქონდა 6 ასაფრენი ბილიკი, 58 გამშვები პუნქტი, 25 სამგზავრო გასასვლელი და 1.9 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის.