EUROCONTROL-ი წევრი სახელმწიფოების საჰაერო ნაკადების ყოველდღიურ სტრუქტურას აქვეყნებს. მონაცემები მოცემულია 13 აპრილის მდგომარეობით. ორგანიზაციის მიერ გაზიარებულ ინფოგრაფიკაზე მოცემულია შიდა ფრენების, საერთაშორისო ფრენებისა და გადაფრენების პროცენტული წილი ევროკონტროლის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის.
როგორც გრაფიკაზე ჩანს, ნორვეგიაში განხორციელებული ფრენების 76%-ი ქვეყნის შიდა საჰაერო მიმოსვლას განეკუთვნება.
საქართველოს საჰაერო ნაკადების 14%-ი საერთაშორისო აფრენა-დაფრენებს განეკუთვნება, ხოლო 86%-ი გადაფრენებს.
როგორც ცნობილია, საგანგებო მდგომარეობის პიროებებში ქვეყანაში შიდა ფრენები აკრძალულია.
ნაჩვენები 14%-ი კი სავარაუდოდ მოქალაქეების დასაბრუნებლად დანიშნულ ჩარტერულ ფრენებს, სატვირთო რეისებს და ტექნიკურ დაჯდომას მოიცავს.