2024 წლის მონაცემებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-დეკემბერში საჰაერო ტვირთის მოცულობამ 25 695. 581 ტონა შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით გაზრდილი ტვირთბრუნვაა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2024 წლის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, (სტატისტიკა მოიცავს როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და აღნიშნული მაჩვენებელი არ აერთიანებს ტრანზიტულ ტვირთებს) 5 114,099 ტონა ტვირთი გადაზიდა.

საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ი​. იანვარ-დეკემბერში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 4 168,904 ტონა ტვირთს (სტატისტიკა მოიცავს როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და აღნიშნული მაჩვენებელი არ აერთიანებს ტრანზიტულ ტვირთებს) მოემსახურა.

ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, ქართული სატვირთო გადამზიდავი GeoSky​, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 2024 წლის განმავლობაში 1 336,465 ტონა ტვირთი (სტატისტიკა მოიცავს როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და აღნიშნული მაჩვენებელი არ აერთიანებს ტრანზიტულ ტვირთებს) გაატარა.

12 თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა თურქული სატვირთო ავიაგადამზიდავი MNG Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 1 277,893 ტონა ტვირთი (სტატისტიკა მოიცავს როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და აღნიშნული მაჩვენებელი არ აერთიანებს ტრანზიტულ ტვირთებს) გადაზიდა.

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Myway Airlines-ია, რომელიც 2024 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 1 182,895 ტონა ტვირთს (სტატისტიკა მოიცავს როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და აღნიშნული მაჩვენებელი არ აერთიანებს ტრანზიტულ ტვირთებს) მოემსახურა.

მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

Turkish Cargo;

Georgian Airlines;

GeoSky.

MNG Airlines;

Myway Airlines.