2024 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საჰაერო კარგომ 22 716,609 ტონა შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვა 24%-ით არის გაზრდილი.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 11 თვის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, (სტატისტიკა მოიცავს როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და აღნიშნული მაჩვენებელი არ აერთიანებს ტრანზიტულ ტვირთებს) 4 572,375 ტონა ტვირთი გადაზიდა.
საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ი. იანვარ-ნოემბერში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 3 841,851ტონა ტვირთს (სტატისტიკა მოიცავს როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და აღნიშნული მაჩვენებელი არ აერთიანებს ტრანზიტულ ტვირთებს) მოემსახურა.
ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, ქართული სატვირთო გადამზიდავი GeoSky, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარ-ნოემბერში განმავლობაში 1 193,503 ტონა ტვირთი (სტატისტიკა მოიცავს როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და აღნიშნული მაჩვენებელი არ აერთიანებს ტრანზიტულ ტვირთებს) გაატარა.
11 თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა თურქული სატვირთო ავიაგადამზიდავი MNG Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 1 088,914 ტონა ტვირთი (სტატისტიკა მოიცავს როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და აღნიშნული მაჩვენებელი არ აერთიანებს ტრანზიტულ ტვირთებს) გადაზიდა.
რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Myway Airlines-ია, რომელიც 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 961,400 ტონა ტვირთს (სტატისტიკა მოიცავს როგორც ექსპორტს ისე იმპორტს და აღნიშნული მაჩვენებელი არ აერთიანებს ტრანზიტულ ტვირთებს) მოემსახურა.
მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
Turkish Cargo;
Georgian Airlines;
GeoSky.
MNG Airlines;
Myway Airlines.