საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას, 27 დეკემბერს, ქ. ალმათიში, ავიაკომპანია Bek Air-ის ავიალაინერის კატასტროფასთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვა ადამიანური მსხვერპლი და რომლის შედეგადაც დაშავებულია ათობით მოქალაქე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გულწრფელად უსამძიმრებს მეგობარ ყაზახ ხალხს, თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Bek Air-ის თვითმფრინავმა, რომლიც რეისს ალმათიდან დედაქალაქ ნურსულთანისკენ ასრულებდა, ალმათის აეროპორტიდან აფრენის დროს სიმაღლე დაკარგა და შენობას შეეჯახა. როგორც ცნობილია, ბორტზე სულ 100 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის ხუთი წევრი და 95 მგზავრი.
ავიაკატასტროფის მიზეზებს სპეციალური კომისია გამოიძიებს. ყაზახეთის ინდუსტრიის მინისტრის განცხადებით, თვითმფრინავების ტიპი, რომელმაც კატასტროფა განიცადა, ფუნქციონირებას დროებით შეწყვეტს.