მსოფლიოში პოპულარული მოგზაური ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს ეწვივნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ამერიკული პლატფორმა Steller-თან ერთად მორიგი მასშტაბური პროექტი იწყება.
პროექტის ფარგლებში 2 კვირის განმავლობაში Facebook-ის, Instagram-ის TikTok – ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები აშშ-დან, კანადიდან და ევროპიდან საქართველოს ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ და გადაიღებენ.

პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ასობით ისტორია მომზადდება საქართველოს, როგორც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულების, მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ. შექმნილი მედია პროდუქტები ინფლუენსერების სოციალურ ქსელებთან ერთად, USAID – ის, ტურიზმის ადმინისტრაციისა და Steller-ის სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე აიტვირთება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, 2021 წლის ზაფხულის და 2022 წლის ზამთრის პერიოდში Steller ერთად მომზადებულ კამპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 140 მილიონზე მეტი ონლაინ მომხმარებელი გაეცნო.
