საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრში ბორტგამყოლის 3-თვიანი სასწავლო კურსი იწყება.
პროგრამის აღწერა:
ყოველი მოგზაურობის წინ აუცილებელია პირველი ნაბიჯის გადადგმა და ბორტგამყოლის მოსამზადებელი კურსი დამწყებთათვის ყველაზე პირველი ნაბიჯია ბორტგამყოლის კარიერისკენ.
ეკიპაჟის წევრები საწყისი მომზადების ფარგლებში იძენენ აუცილებელ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც ნებისმიერი ბორტგამყოლისთვის
შეუცვლელია. ეს კურსი მოიცავს ისეთ სპეციფიკურ საკითხებს, როგორებიცაა:
მგზავრების მომსახურება, ფრენის უსაფრთხოება, მათ შორის, საავიაციო მოწყობილობების უსაფრთხოება, საავარიო პროცედურები, ავიაციის უსაფრთხოების ასპექტები, ბრძოლა ცეცხლთან და კვამლთან, ასევე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.




რეგისტრაციის გავლისა და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით, ოთარი ბრეგაძე ტელეფონი: 599 75 69 56
ელ-ფოსტა: o.bregadze@ssu.edu.ge
