საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი მოყვარული პილოტის კურსზე (PPL) მიღებას აცხადებს.
მოყვარული პილოტის მომზადების დაწყებამდე უნდა:
იყოთ არანაკლებ 18 წლის;
გქონეთ პილოტის 1 ან მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატი;
გქონდეთ ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის სერტიფიკატი (ინგლისური ენის სერტიფიკატის არქონის შემთხევაში, აპლიკანტები ადგილზე ჩააბარებენ გამოცდას);
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 6-8 თვეს.
საფრენი მომზადების დაწყებამდე სტუდენტებმა უნდა გაიარონ 135-საათიანი თეორიული სალექციო კურსი. საფრენოსნო მომზადება შედგება მინიმუმ 45 საფრენი საათისგან.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31 მარტი.
რეგისტრაციისთვის ან/და დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: o.bregadze@ssu.edu.ge / +995 599 756 956 (ოთარ ბრეგაძე)