საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 20 თებერვლიდან იწყებს დრონების მართვის სასწავლო კურსს, რომელიც განკუთვნილია 14 წლის ასაკიდან მსურველებისთვის.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ფრენის უსაფრთხოებისა და ეთიკის პრინციპებს, დრონების კლასიფიკაციას, საჭირო კომპონენტების სწორად შერჩევას, ავტომატური ფრენის რეჟიმებსა და მარშრუტების პროგრამირებას, ასევე ხელოვნური ინტელექტის როლს თანამედროვე დრონებში. კურსის განმავლობაში სტუდენტები შეძლებენ დრონების ტექნიკური მახასიათებლების დეტალურად გაცნობას, პრაქტიკულ მართვასა და საკუთარი დრონის აწყობას.

სწავლება მოიცავს 10 გაკვეთილს და ჩატარდება მხოლოდ შაბათ-კვირას. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ოფიციალურ სერტიფიკატს და მოემზადებიან ლიცენზირების პროცესისთვის. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნომერზე (032) 274 61 55 ან მისწერონ ელექტრონულ ფოსტაზე mail@ssu.edu.ge.