საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ, ბერძნული ავია კომპანიის – „Sky Express” დამფუძნებელს, იოანის გრილოსს (Ioannis Grylos) და უფროს კომერციულ ოფიცერს გერასიმოს სკალთსას (Gerasimos Skaltsas) საელჩოში უმასპინძლა.
✅ შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ბერძნული კომპანიის გადაწყვეტილება საქართველოს ავია ბაზარზე შემოსვლისა და 2024 წლის ნოემბრიდან, თბილისი-ათენი-თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორცილების შესახებ.
✅ ელჩი მიესალმა ბერძენი ბიზნესმენების ამ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე კიდევ ერთი ბერძნული კომპანიის შემოსვლა გამოიწვევს მგზავრთა გადაყვანის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებას, რაც ბერძნული კომპანიის მოსალოდნელ კომერციულ წარმატებასთან ერთად, ორივე ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
✅ ბერძნულმა მხარემ კმაყოფილება გამოხატა მათი კომპანიის საერთაშორისო ფრენების საქართველოს მიმართულებით გაფართოების გამო და ამ სიახლესთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობების შექმნის თქობაზე. მხარეები იმედოვნებენ რომ საქართველოს ავიაბაზარზე „Sky Express” დამკვიდრება წარმატებული და გრძელვადიანი იქნება.
მთავარი ავიაკომპანიები საქართველოს საავიაციო ბაზარზე Sky Express-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კავშირების...