Lufthansa-ს, Air France-ს, airBaltic-ისა და Wizz Air-ის შემდეგ საქართველოს ავიაბაზარს Qatar Airways-ი, LOT Polish Airlines-ი, Aegean Airlines-ი და Ryanair-ი უბრუნდებიან. რეგულარული რეისების შეასრულებას განაახლებს ასევე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-იც. აღნიშნული ავიაკომპანიები COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ქართულ ავიაბაზარზე მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ასრულებდნენ, თუმცა 1-ელი ნოემბრიდან რეგულარული ფრენების შესაძლებლობა მიეცემათ.
ავიაკომპანიები 1-ელი ნოემბრიდან COVID-19-ის პანდემიის ფონზე შეჩერებულ სიხშირეებსა და მიმართულებებს ეტაპობრივად დაიბრუნებენ. ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ პანდემიანდე აღნიშნული ავიაკომპანიები შემდეგი მიმართულებებით ახდენდნენ ოპერირებას:
Qatar Airways-ი – დოჰა-თბილისი-დოჰა,
LOT Polish Airlines-ი ვარშავა-თბილისი-ვარშავა,
Aegean Airlines-ი – ათენი-თბილისი-ათენი,
Georgian Airways-ი – თბილისი-ამსტერდამი-თბილისი,
Georgian Airways-ი – თბილისი-ვენა-თბილისი,
Georgian Airways-ი – თბილისი-ბერლინი-თბილისი,
Ryanair-ი – მილანი-თბილისი-მილანი.
რაც შეეხება დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს, ის 1-ელი ნოემბრიდან ფრენებს განაახლებს შემდეგ მიმართულებებზე:
Wizz Air-ი – კატოვიცე-ქუთაისი-კატოვიცე,
Wizz Air-ი – ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსი,
Wizz Air-ი – დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდი.
როგორც ცნობილია, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში მორიგი ცვლილების შეტანის შემდეგ საქართველო რეგულარული ფრენებისთვის ნაწილობრივ იხსნება.
2020 წლის 13 ივლისიდან იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
მიუნხენი (ICAO-ის კოდი EDDM);
პარიზი (ICAO-ის კოდი LFPG);
რიგა (ICAO-ის კოდი EVRA);
2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან დაემატება ის პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისები, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
დოჰა (ICAO-ის კოდი OTHH);
ვარშავა (ICAO-ის კოდი EPWA);
ათენი (ICAO-ის კოდი LGAV);
ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);
ვენა (ICAO-ის კოდი LOWW);
ბერლინი (ICAO-ის კოდი EDDB);
მილანი (ICAO-ის კოდი LIME);
ასევე, 2020 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ის კოდი UGKO) და რიგის საერთაშორისო აეროპორტს შორის (ICAO-ის კოდი EVRA), 1 ნოემბრიდან დაემატება ის პირდაპირ რეგულარული საერთაშორისო რეისები, რომლებიც სრულდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
კატოვიცე (ICAO-ის კოდი EPKT);
ვილნიუსი (ICAO-ის კოდი EYVI);
დორტმუნდი (ICAO-ის კოდი EDLW).