საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში ავიაკომპანია Air Moldova-ს რეისით ჩავიდა, რომელმაც დღეს თბილისი-კიშინეუ-თბილისის საჰაერო ხაზზე პირველი რეისი შეასრულა. სალომე ზურაბიშვილი უკვე მოლდოვაში იმყოფება და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან მაია სანდუსთან და უმალღესი თანამდებობის პირებთან.
მოლდოვასა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2022 წლის მაისიდან დაიწყო და შესაბამისი გადაწყვეტილებით, Air Moldova ფრენებს კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31 ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან – კვირაში ოთხჯერ შეასრულებს.