ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს.  ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ინდოეთიდან 15 მსხვილ  კომპანიას უმასპინძლა. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულები.

ვიზიტის ფარგლებში, ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. შეხვედრის შესახებ საუბრობს  ლოპოტა სპა რეზორტის კომერციულიდირექტორი მაკა ღვლივიშვილი.

ლოპოტაზე ვმასპინძლობთ ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს ორგანიზებულჯგუფს, რომელიც პრემიუმ კლასის ღონისძიებებისინდოელ ორგანიზატორებს აერთიანებს, სპეციალიზებული ინდური ქორწილებისმიმართულებით. ეს არ არის ჩვენი პირველითანამშრომლობა აღნიშნულ სეგმენტში და ვფიქრობთ, საქართველოს პოზიციონირება, როგორც მიმზიდველისაქორწინო დესტინაცია ინდოეთის ბაზარზე კარგშედეგებს მოგვიტანს. მოხარულები ვართ, რომ უკვეგვაქვს მოთხოვნები 2026 წლისთვის. ინდურიქორწილები, როგორც წესი, მრავალდღიან (სამდღიან) და მაღალბიუჯეტიან ღონისძიებებს მოიცავს, რაცკომერციულად ძალზედ მიმზიდველად აქცევს ამმიმართულებას.აღსანიშნავია ისიც, რომ ინდურიქორწილები იშვიათად ემთხვევა ყველაზე დატვირთულტურისტულ სეზონს (ივლისი-სექტემბერი), რაცრეზორტისთვის ოპტიმალურ დატვირთულობასუზრუნველყოფს საშუალო სეზონზეც.

მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, წლევანდელი სეზონი განსაკუთრებული დატვირთულობით გამოირჩევა.

ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალიდატვირთულობით მიმდინარეობს, როგორცყოველთვის ლოპოტაზე. საკუთარ რეკორდსვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურებაარსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმისმიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენდა სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან“,-აცხადებს ლოპოტა სპა რეზორტის კომერციულიდირექტორი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვა, საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა, ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და ქორწილების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს დანახარჯების გაზრდას ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან.