საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Georgian Airways-ის გარკვეულ მიმართულებებს დაუსუბსიდირებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, Georgian Airways-თან მიდის კომუნიკაცია, რათა ავიაკომპანიამ სულ მცირე ორი მიმართულებით განაახლოს ოპერირება.
“ჩვენ საჭიროების შემთხვევაშიც მათაც მხარდაჭერის პაკეტი შევთავაზებთ. ახლა ისე ისეთი ვითარებაა, რომ ერთმანეთს თუ არ დაუდგა გვერდში მთავრობა და საავიაციო ინდუსტრია გაჭირდება სწრაფად ფრენების აღდგენა. ჩვენ ეს გეგმავ გვაქვს”, განაცხადა ნათია თურნავამ.