ომანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 103 ქვეყნის მოქალაქეთათვის, რომელთა შორისაა საქართველო, უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ. აღნიშნული რეჟიმი გავრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ტურისტული მიზნით ეწვევიან ომანს 10 დღემდე ვადით, თან იქონიებენ სასტუმროს ჯავშანს, ჯანმრთელობის დაზღვევას და დასაბრუნებელ ბილეთს.
დამატებით 71 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ ვიზის ელექტრონულად მოთხოვნის შესაძლებლობა.
ამ გადაწყვეტილებამდე ომანს უვიზო რეჟიმი ჰქონდა მხოლოდ GCC-ს ხუთ ქვეყანასთან და ახალ ზელანდიასთან (ამ უკანასკნელის მოქალაქეებზე გაიცემოდა სამ თვემდე მოქმედების უფასო ვიზა).
ქვეყნების სრული სიის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.omanobserver.om/nationals-of-103-countries-exempted-from-entry-visa/