მექსიკის აეროპორტებში საქართველოს მოქალაქეების გახშირებული დეპორტაციის გამო, Nordwind Airlines-ი ავიაბილეთებს გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს პასპორტში აშშ-ს მოქმედი ვიზა ექნება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურისტული და ვიზა ცენტრი “ვიზაჯორჯია” ავრცელებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ავიაკომპანია იტოვებს უფლებას, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, მგზავრს არ მოგცეს ბორტზე ასვლის უფლება.
“ჯერჯერობით, მსგავსი განცხადება სხვა არცერთ ავიაკომპანიას არ განუცხადებია”, განმარტავენ “ვიზაჯორჯიაში“.