ისრაელის სახელმწიფოში მოგზაურობის მსურველთათვის წინასწარი ავტორიზაციის სისტემა ETA-IL დაინერგა.
ავტორიზაციის გავლა 2024 წლის 1 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ნებაყოფლობითი. 2025 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდება ყველა იმ ქვეყნის მოქალაქისთვის, ვინც სარგებლობს უვიზო რეჟიმით ისრაელის სახელმწიფოსთან, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის.
საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან ისრაელის სახელმწიფოში გამგზავრებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გაიარონ ელექტრონული ავტორიზაცია, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://israel-entry.piba.gov.il/
ETA-IL სისტემაში წინასწარ ავტორიზაციაზე გაცემული თანხმობა ძალაშია 2 წლის განმავლობაში, ან მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, იმის მიხედვით, თუ რომელი თარიღი უფრო ადრე დადგება.