ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლა ნებადართულია:

თუ მოქალაქე ვაქცინირებულია და ფლობს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის სეფთიფიკატს (“Interoperable digital EU certificate”);

თუ მოქალაქეს ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს COVID-19 ინფექცია. სავალდებულოა ექიმის მიერ გაცემული ცნობის წარდგენა, რომ პირი აღარ არის ინფექციის მატარებელი. ამასთან, ასეთი პირი უნდა ფლობდეს ანტიგენის რაოდენობის შესახებ დოკუმენტს. ამასთან ერთად სავალდებულოა ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი. მოქალაქეს აქვს 10 დღიანი თვითიზოლაციის ვალდებულება.

მითითებული მოთხოვნების გარდა, ძალაში რჩება შემდეგი მიზეზის არსებობის შემთხვევაში ლატვიის რესპუბლიკაში შემოსვლა:

• სამუშაო

• სასწავლო

• სამედიცინო

• ოჯახის გაერთიანება

• არასრულწლოვანის თანმხლები პირი

• მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება

• ტრანზიტული

• დაკრძალვაზე დასწრება.

ყველა მგზავრი ვალდებულია 48 საათით ადრე შეავსოს აპლიკაცია შემდეგ ვებ-გვერდზე: Covidpass.lv და საზღვრის კვეთისას წარადგინოს შევსებული აპრიკაციის QR კოდი. PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა არ ეხება 11 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ლატვიის რესპუბლიკაში არსებული რეგულაციების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ გვერდზე: https://www.mfa.gov.lv/en/consular-information/news/66019-emergency-situation-in-latvia-to-restrict-the-spread-of-covid-19