ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19 პანდემიის მიზეზით ინდოეთში დაყოვნებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაცემული რეგულარული ან ელექტრონული ვიზები ან ქვეყანაში დარჩენის სხვაგვარი ნებართვები ჩაითვლება მოქმედად ა. წ. 30 სექტემბრამდე, ისე რომ მათ არ დაეკისრებათ რაიმე სახის ჯარიმის გადახდა,
ქვეყანაში ნებადართულზე მეტი ხნით დარჩენის გამო. ამ კატეგორიის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ უცხოელთა რეგისტრაციის რეგიონულ ოფისებში (Foreigners Regional Registration Office/FRRO) მათზე გაცემული ვიზების მოქმედების გახანგრძლივებაზე განაცხადების წარდგენა.
ქვეყნიდან გასვლამდე, ამ კატეგორიის უცხოელებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ქვეყნიდან გასვლის ნებართვაზე, რომელიც მათ მიენიჭებათ უცხოელთა რეგისტრაციის რეგიონული ოფისების მიერ, ყოველგვარი ჯარიმის გადახდის გარეშე. რაც შეეხება დიპლომატიურ, ოფიციალურ და გაეროს თანამშრომლებზე გასაცემ ვიზებს, საკონსულო, საპასპორტო და სავიზო განყოფილება მათ გასცემს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან მიღებული მოთხოვნების შესაბამისად.