დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის ტაილანდის სამეფოში შესვლის პროცედურები გართულდა. ტაილანდის შს მინისტრის განმარტებით, ქვეყანამ, დროებით, სავიზო პროცედურები 18 ქვეყანასთან გაართულა, ხოლო 3 ქვეყანასთან არსებული უვიზო მიმოსვლა გააუქმა. აღნიშნულის მიზეზი კი ახალი ტიპის კორონავირუსია (COVID-19).

დღემდე საქართველოს მოქალაქეებისათვის ტაილანდის სამეფოში გასამგზავრებლად ტურისტულ ვიზას საზღვარზე იღებდნენ. აღნიშნული გამარტივებული ნორმით სახელმწიფოები 2019 წლის 14 აპრილიდან ახდენდნენ მიმოსვლას და საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდის საზღვარზე ტაილანდის ტურისტული ვიზის აღებას 15 დღის ვადით შეეძლოთ.