საქართველოს ხელისუფლების ჰუმანიტარული დახმარება საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებიან, კერძო სექტორთან მჭიდრო მხარდაჭერით სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენა შესთავაზა.უკრაინელი ტურისტების სასტუმროებში განთავსება დღეს დილიდან დაიწყო. სასტუმროში უკრაინელ ტურისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დახვდა და მათ თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა 100 მდე უკრაინელმა ტურისტმა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუშინ დილიდან აამოქმედა უფასო ცხელი ხაზი, სადაც საჭიროების შემთხვევაში, უკრაინელი ტურისტებს შეუძლიათ დარეკონ და ყველა სახის ინფორმაცია და დახმარება მიიღონ.

“ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის მჭიდრო მხარდაჭერით უკრაინელ ტურისტებს სთავაზობს სასტუმროში უსასყიდლოდ განთავსებას.

დღეის მდგომარეობით შემოსულია ასამდე მოთხოვნა საატუმროში განთავსების მოთხოვნით. ახლა ჩვენ ვართ ერთერთ სასტუმროში სადაც მომლოცველების ჯგუფი განვათავსეთ.

ტურიზმის ეროვნულ ადმნისტაციას გასხნილი აქვს ცხელი ხაზი საჭიროების შემთხვევაში გთხვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე 0800800 909. ჩვენ ძალიან დიდი იმდეი გვაქვს რომ ჩვენი მეგობრები უკრაინელი ტურისტები ძალიან მალე მშვიდობიანად დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში “ – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა.