საქართველოს დელეგაციამ ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების გენერალურ დირექტორთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რიგით 159-ე შეხვედრის მონაწილეებმა პოსტპანდემიურ პერიოდში საავიაციო სექტორის გამოწვევები, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკა და დარგის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად, მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორგანიზაციის მომდევნო წლების სამოქმედო გეგმაზე, ბიუჯეტზე და წევრ სახელწიფოებთან კოორდინაციით დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებზე.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გივი დავითაშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან კარანაძემ ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები გამართეს საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების პირველ პირებთან და პარტნიორი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების ხელმძღვანელებთან. ვიზიტის მსვლელობისას, არაერთხელ აღინიშნა და დადებითად შეფასდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აქტიური ჩართულობა სხვადასხვა სამუშაო ფორმატებსა თუ საავიაციო ორგანიზაციების ეგიდით განხორციელებულ აქტივობებში.
მთავარი ეკონომიკა საქართველოს დელეგაციამ ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების გენერალურ დირექტორთა...