2023 წლის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ია. AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2023 წლის განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 382 სატვირთო რეისი შეასრულა.
შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 120 რეისი განახორციელა.
შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ქართული ავიაკომპანია Geo Sky, რომელმაც 2023 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 117 რეისი განახორციელა.
რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი ესტონური ავიაკომპანია Airest-ია, რომელიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე 2023 წელს 103 რეისს მოემსახურა.
განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზე თურქული ავიაკომპანია MNG Airlines-ია, რომელიც საქართველოში 52 ფრენას მოემსახურა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, განხორციელდა 1180 სატვირთო რეისი.
დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.
TOP-5 ავიაკომპანია სატვირთო რეისების რაოდენობით:
Georgian Airlines – 382 ფრენა
Turkish Airlines – 120 ფრენა
Geo Sky – 117 ფრენა
Airest – 103 ფრენა
MNG Airlines – 52 ფრენა