1-ელი თებერვლიდან საქართველოს რეგულარული ფრენებისთვის იხსნება. ავიაბიზნესი ამბობს, საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიების დაბრუნება მეტწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პირობით გაიხსნება ამა თუ იმ ქვეყანასთან საზღვრები.

კომპანია “დისკავერის” გენერალური მენეჯერი თეიმურაზ ბუზალაძე, რომელიც საქართველოში რამდენიმე ავიაკომპანიის, მათ შორის airBaltic-ის, EL AL-ის და FlyUIA-ს ოფიციალური ბიზნეს პარტნიორი, ამბობს, რომ ავიაკომპანიების მიერ საქართველოს ბაზარზე დაბრუნება დამოკიდებული იქნება საქართველოსა და ლატვიას, ისრაელსა და უკრაინას შორის არსებულ სასაზღვრო რეგულაციებზე, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობას ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია. 

“რაც შეეხება airBaltic-ს, ლატვიაში 27 იანვრიდან განისაზღვრება ქვეყანაში შესვლის და საზღვრის კვეთის პირობები და ასევე, კონკრეტულად როდიდან აღდგება ფრენები. ვიცით, რომ ლატვია თებერვლის შუა რიცხვებიდან ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნის და ქვეყნების მიხედვით განისაზღვრება საზღვრის კვეთის პირობები.

ლატვია, ქვეყანაში შემსვლელათვის სავარაუდოდ PCR ტესტის პასუხის “ნეგატიური” წარდგენას, ან COVID ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის ვალდებულებას დააწესებს.

რაც შეეხება EL AL-ს, ისრაელთან ჯერჯერობით კავშირი არ მქონია და დეტალები არ ვიცით.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებს – FlyUIA, საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლება გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ აქ არის კითხვა: რა პირობებით შემოვლენ უკრაინის მოქალაქეები საქართველოში? დღეს არ თქმულა იხსნება თუ არა უკრაინის მოქალაქეებისთვის საზღვარ და თუ იხსნება რა პირობებით. არ ვიცით უკრაინაზე იგივე წესები გავრცელდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებზეა თუ არა. ახლა ეს არის ყველაზე მთავარი. თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ ეს აისახება ფრენების სიხშირეზეც. ვინ იმგზავრებს ავიაკომპანია FlyUIA-ს მეშვეობით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები?” აცხადებს თეიმურაზ ბუზალაძე.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის საინტერესოა, 1-ლი თებერვლიდან უცხოეთის მოქალაქეებისათვის საქართველოში შემოსვლაზე რა რეგულაციები ამოქმედდება.