Georgian Airways ავიაპარკს აფართოვებს. ავიახომალდი Boeing 767-300“ Georgian Airways-ს აშშ-ის ყველაზე უმსხვილესი კომპანიისგან ლიზინგის წესით გადაეცა. აღსანიშნავია, რომ Georgian Airways-ის ავიაპარკის ავიახომალდების უმეტესი ნაწილი აშშ-ის სალიზინგო კომპანიებისგან არის გადაცემული.
აღნიშნული ავიახომალდი ქართული ავიაციის ისტორიაში პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი სამგზავრო Boeing 767-300 პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა დაათვალიერეს. ლევან დავითაშვილს თამაზ გაიაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნული ავიახომალდის უპირატესობების, უსაფრთხოებისა და კომფორტის მაღალი სტანდარტების შესახებ.
Boeing 767-300 აშშ-ის ავიაკომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია. იგი გამორჩეულია მაღალი უსაფრთხოებითა და მგზავრებისთვის განსაკუთრებუ ლი კომფორტით.
Boeing 767-300“-ის უპირატესობა უწყვეტი, ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულებაა. ავიახომალდს უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია.
250-ადგილიანი ავიახომალდის ბორტზე განთავსებულია პირველი კლასის სალონი. ყველა სავარძელი, როგორც პირველი და ბიზნეს კლასის, ასევე ეკონომ კლასის სავარძლები აღჭურვილია ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ავიახომალდი დაათვალიერეს მისმა მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელმა გოჩა მეზვრიშვილი, კომპანია „TAV Georgia“-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ და Georgian Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა.