საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ავიაკომპანია Wizz Air-ი ლიდერობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში Wizz Air-ი რეგულარული ავიარეისებით სულ 922 969 მგზავრს მოემსახურა, რითაც გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით საქართველოს საავიაციო ბაზრის 16%-ის მფლობელი გახდა. მეორე პოზიციაზე ამ რეიტინგში Turkish Airlines-ია, ხოლო მესამე ადგილს Georgian Airways-ი და Pegasus Airlines-ი იყოფენ.
2024 წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით TOP-5 ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
- Wizz Air-ი – 16%
- Turkish Airlines-ი – 8%
- Pegasus Airlines – 7%
- Georgian Airways-ი – 7%
- Azerbaijan Airlines – AZAL – 5%