2024 წლის IV კვარტალში ბრუნვის მოცულობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის TOP-5 ავიაკომპანიიდან 1 სამგზავრო და 4 სატვირთო ავიაკომპანიაა. საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაფიქსირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის თანახმად საჰაერო სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტის საქმიანობით დაკავებული ლიდერი ავიაკომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
შპს იზი ჩარტერი, შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი, შპს საქართველოს ავიახაზები, შპს ჯორჯიან ეარვეისი, შპს მაივეი ეარლაინს კო ლტდ.
(შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.)
ვინ ფლობს საქართველოს ავიაბაზრის ლიდერ ავიაკომპანიებს:
შპს იზი ჩარტერი (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Airline Easy Charter): რეგისტრაციის თარიღი: 15/01/2020/. კომპანიის 15%-იანი წილის მფლობელია ლაშა გიგიტელაშვილი, 15%-ინი წილის მფლობელია კახაბერ გიგიტელაშვილი, ხოლო 70%-ის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს იზი ჩარტერი. კომპანიის დირექტორი კი რატი ძერიაა.
შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Geosky Airlines-ი): რეგისტრაციის თარიღია 20/01/2017/. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ზაური ქორთოშიძე, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა თორნიკე ქორთოშიძე, თავმჯდომარის მოადგილე: ზაური ქორთოშიძე, წევრი: გაგა კერესელიძე. კომპანიის პრეზიდენტია შალვა კიკნაძე.
შპს საქართველოს ავიახაზები (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Georgian Airlines-ი):რეგისტრაციის თარიღია 14/05/2020/. კომპანიის 40%-ის მფლობელია ირაკლი მეზვრიშვილია, ხოლო 60%-ს თამაზ გაიაშვილი ფლობს. კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილია.
შპს ჯორჯიან ეარვეისი (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Georgian Airways-ი): რეგისტრაციის თარიღია 101/11/1999/. კომპანიის 20%-იანი წილის მფლობელია შპს ჯორჯიან ეარ სერვისი, ხოლო 80%-ის მფლობელი დავით გაიაშვილია. კომპანიის გენერალური დირექტორია თავად დავით გაიაშვილი, ხოლო გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე-პასუხისმგებელი დირექტორი რობერტ ოგანესიანი.
შპს მაივეი ეარლაინს კო ლტდ (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Myway Airlines-ი): რეგისტრაციის თარიღია 02/06/2016/. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო., ლტდ. კომპანიის დირექტორია რატი ბაკურაძე.