2024 წლის I კვარტლის ბრუნვის მოცულობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის TOP-5 ავიაკომპანიიდან 2 სამგზავრო და 3 სატვირთო ავიაკომპანიაა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დაფიქსირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის თანახმად საჰაერო სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტის საქმიანობით დაკავებული ლიდერი ავიაკომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება: შპს საქართველოს ავიახაზები, შპს ჯორჯიან ეარვეისი, შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი, შპს აირზენა და შპს იზი ჩარტერი. (შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.)
ვინ ფლობს საქართველოს ავიაბაზრის ლიდერ ავიაკომპანიებს:
შპს საქართველოს ავიახაზები (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Georgian Airlines-ი): კომპანიის 40%-ის მფლობელია ირაკლი მეზვრიშვილია, ხოლო 60%-ს თამაზ გაიაშვილი ფლობს. კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილია.
შპს ჯორჯიან ეარვეისი (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Georgian Airways-ი): კომპანიის 20%-იანი წილის მფლობელია შპს ჯორჯიან ეარ სერვისი, ხოლო 80%-ის მფლობელი დავით გაიაშვილია. კომპანიის გენერალური დირექტორია თავად დავით გაიაშვილი, ხოლო გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე-პასუხისმგებელი დირექტორი რობერტ ოგანესიანი.
შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Geosky Airlines-ი): კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ზაური ქორთოშიძე, ხოლო თავმჯდომარე თორნიკე ქორთოშიძე, თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ქორთოშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ზაური ქორთოშიძე, წევრი გაგა კერესელიძე.
შპს აირზენა (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Georgian Airlines-ი): კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია თამაზ გაიაშვილი. კომპანიის გენერალური დირექტორი ნანა გოძიაშვილი.
შპს იზი ჩარტერი (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Airline Easy Charter): 15%-იანი წილის მფლობელია ლაშა გიგიტელაშვილი, 15%-ინი წილის მფლობელია კახაბერ გიგიტელაშვილი, ხოლო 70%-ის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს იზი ჩარტერი. კომპანიის დირექტორი კი რატი ძერიაა.