2018 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი Turkish Airlines-ია, მეორე ადგილზე კი ეროვნული ავიაგადამზიდავი Georgian Airways-ი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მიმდინარე 9 თვეში საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით TOP-10 ავიაკომპანიის რეიტინგს აქვეყნებს:
- Turkish Airlines-ი – 440 294 მგზავრი;
- Georgian Airways-ი – 438 798 მგზავრი;
- Wizz Air-ი – 426 137 მგზავრი;
- Flydubai – 203 073 მგზავრი;
- Ural Airlines – 202 274 მგზავრი;
- FlyUIA – 172 443 მგზავრი;
- Aeroflot-ი – 151 807 მგზავრი;
- S7 – 147 154 მგზავრი;
- Pobeda Airlines-ი – 104 333 მგზავრი
- Zagros Airlines-ი – 100 525 მგზავრი;