2022 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Wizz Air-ი ლიდერობს.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 588 226 მგზავრი ყავს გადაყვანილი. რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. Wizz Air Hungary – 13% (588 226 მგზავრი);
2. Turkish Airlines – 12% (546 895 მგზავრი);
3. Pegasus – 9% (408 780 მგზავრი);
4. Belavia – 6% (243 620 მგზავრი);
5. Fly Dubai – 5% (227 612 მგზავრი);
6. Azerbaijan Airlines – 5% (209 415 მგზავრი);
7. Israir – 4% (197 109 მგზავრი);
8. Flynas – 4% (162 462 მგზავრი);
9. Georgian Airways – 3% (148 612 მგზავრი);
10. Fly Arystan – 3% (138 939 მგზავრი).
1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 41 ავიაკომპანია 60 მიმართულებით ოპერირებს. 2022 წელს, ქვეყანას 9 ახალი ავიამიმართულება დაემატა, საავიაციო ბაზარზე კი შემოვიდა 10 ახალი ავიაკომპანია (Condor Airlines, Flyone Armenia, Varesh Airlines, Flyadeal, Armenia Airways, Pars Air, Southwind Airlines, Air Moldova, Thai Air Asia X და FlyArna).