საქართველოს ავიაბაზარს 4 ახალი მოთამაშე ემატება. როგორც სოციალურ ქსელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი წერს, მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ეტაპობრივად შემოვლენ ახალი ავიაკომპანიები.
„საქართველოში ოთხი ახალი ავიაკომპანია შემოდის 2025 წლის მარტის ბოლოდან, ქვეყანაში ეტაპობრივად იწყებს ოპერირებას:
British Airways – ლონდონიდან
Transavia France – პარიზიდან
easyJet – ლონდონი, მილანი და ჟენევიდან
Edelweiss – ციურიხიდან“, – წერს მარიამ ქვრივიშვილი.