საქართველოს ავიაბაზარზე ყველაზე მეტ მგზავრს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი მოემსახურა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2025 წლის იანვარ-მაისში რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს აეროპორტებში Wizz Air-ის შემდეგ ყველაზე მეტ მგზავრს თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი მოემსახურა. ხოლო მესამე პოზიციას ქართული ავიაგადამზიდავი Georgian Airways-ი იკავებს.
2025 წლის 5 თვის მონაცემებით საქართველოს ავიაბაზარის TOP-5 მოთამაშე:
1. Wizz Air – 18%
2. Pegasus Airlines – 8%
3. Georgian Airways – 7%
4. Turkish Airlines – 7%
5. Azerbaijan Airlines – 6%
საქართველოს აეროპორტებმა 2025 წლის იანვარ-მაისში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 51,11%-იანი ზრდა აჩვენეს. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 3 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, რაც 15,1%-ით მეტია 2024 წლის 5 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 50,1%-ით მეტი ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-მაისში 1914974 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის იანვარ-მაისში 1928077 მგზავრს, 2024 წლის იანვარ-მაისში 2513565 მგზავრს, ხოლო 2025 წლის იანვარ-მაისში კი 2893274 მგზავრს.












