საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის იანვარ-მაისში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 31,48%-იანი ზრდა აჩვენეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 2 517 829 მგზავრს მოემსახურა, რაც 30,59%-ით მეტია 2023 წლის პირველი 5 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 89,64%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-მაისში 1 914 974 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში 1 327 719 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-მაისში 1 928 077 მგზავრს, ხოლო 2024 წლის იანვარ-მაისში კი 2 517 829 მგზავრს.

2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 669 628 მგზავრს მოემსახურა, რაც 34%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის იანვარ-მაისში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2023 წლის იანვარ-მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 245 990 მგზავრს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 916 016 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-მაისში კი 1 485 118 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2024 წლის ხუთ თვის 2019 წლის ხუთ თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 12,42%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 82,27%-იანი ზრდა.

2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით მგზავრთნაკადის 72,88%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2024 წლის იანვარ-მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 234 989 მგზავრი გაატარა, რაც 40,46%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53,86%-ით მეტი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის ხუთი თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 167 294 მგზავრს, 2022 წლის იანვარ-მაისში 152 733 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-მაისში კი 135 926 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 107,94%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 19,52%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 138,01%-იანი ზრდა

2019 წლის 5 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 288 626 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში 252 160მგზავრს, 2023 წლის 5 თვეში 502 158 მგზავრს, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 600 166 მგზავრს.