მთავარი ავიაკომპანიები საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა

83

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2,103,151 მგზავრს მოემსახურა. რაც 31% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ( 1,607,892  მგზავრი).

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

2018 წლის 6 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,675,073 მგზავრს მოემსახურა, რაც 30 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,287,275 მგზავრი ). 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 6 თვეში მგზავრთნაკადი საგრძნობლად გაიზარდა და 28 % შეადგინა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 183,632  მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 234,679 მგზავრი შეადგინა. 

ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ 6 თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 190,272 მგზავრმა ისარგებლა. რაც 43 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (133,424 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 6 თვეში 3,063 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 156 რეისი შესრულდა.