ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 1,014,732 მგზავრს მოემსახურა. რაც 21% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 839,518 მგზავრი).

მარტში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მარტში 314,065 მგზავრს მოემსახურა, რაც 8 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 290739 მგზავრი ).

3 თვის ჭრილში მგზავრთნაკადის ზრდამ  ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 804,673 მგზავრით 11% შეადგინა (2018 წელი 3 თვე – 723,941 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2019 წლის მარტში 83% გაიზარდა და 53316 მგზავრი შეადგინა (2018 წლის მარტი 29161 მგზავრი). რაც შეეხება 3 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  156784 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101% მეტია. (2018 წლის 3 თვე – 78020).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის მარტში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით  21664 მგზავრმა ისარგებლა. რაც 16% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის მარტი – 18631 მგზავრი). 3 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 41%-ით გაიზარდა და 51916 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 3 თვე – 36760 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 2019 წლის მარტში 421 მგზავრს მოემსახურა, რაც 60% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 მარტი – 263 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის მარტში 44 -მა მგზავრმა ისარგებლა, სულ კი 6 რეისი შესრულდა. რაც 37% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 მარტი – 27 მგზავრი მგზავრების ზრდა 30%).

ჯამში, 3 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1,359 მგზავრმა ისარგებლა რაც 71% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წლის 3 თვე – 797).