ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 1,912,352 მგზავრს მოემსახურა. რაც 19% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 1,610,246 მგზავრი).
მაისში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მაისში 348,878 მგზავრს მოემსახურა, რაც 13% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 307,431 მგზავრი ). 5 თვის ჭრილში კი მგზავრთნაკადი 12%-ით გაიზარდა და 1,485,079 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 1,327,535 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის მაისში 22% გაიზარდა და 64,312 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 52,631 მგზავრი). რაც შეეხება 5 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 288,626 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69% მეტია. (2018 წელი 171,064 მგზავრი).
ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის მაისში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 47,491 მგზავრმა ისარგებლა. რაც 15%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 41,244 მგზავრი). 5 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა და 135,939 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 109,505 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 5 თვეში 2,340 მგზავრს მოემსახურა. რაც 28% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,833 მგზავრი).
ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის პირველ 5 თვეს 368 მგზავრმა ისარგებლა, რაც 19% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 309 მგზავრი).
ჯამში, 5 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 2,708 მგზავრმა ისარგებლა რაც 26% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 2,142 მგზავრი).