საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 66,6%-ი დაიბრუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 967 530 მმგზავრს მოემსახურა, რაც თითქმის 7-ჯერ მეტია 2021 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებთან შედარებით.
2021 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნის აეროპორტები სულ 210 070 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-აპრილში კი 715 268 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ოთხ თვეში 1 452 670 მგზავრს მოემსახურნენ. შესაბამისად 2022 წლის იანვარ-აპრილში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის 33,40%-იანი კლება დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35,27%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 360,58%-იანი ზრდა.
საქართველოს საერთო მგზავრთნაკადზე გარკვეულწილად უკვე აისახა და სამომავლოდ უფრო მკვეთრ ასახვას ჰპოვებს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში შეჩერებული ფრენები. უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე 22 თებერვლიდან ჩაკეტა. უკრაინის ბაზრის დაკარგვა საქართველოს ტურისტულ ნაკადზე ზაფხულის სეზონზე უფრო მკვეთრად აისახება.
როგორც ცნობილია, მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.
2022 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 678 386 მგზავრს მოემსახურა, რაც 271,08%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ოთხი თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2021 წლის იანვარ-აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 182 814 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 482 046 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში კი 1 136 198 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2022 წლის ოთხ თვეში 2019 წლის ოთხ თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 40,29%-იანი კლებაა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 40,73%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით კი 271,08%-იანი ზრდა. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თითქმის 67%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ჰქონდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.
მგზავრთნაკადის სერიოზული ზრდა ფიქსირდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 104 115 მგზავრი გაატარა, რაც 323,89%-ით მეტია 2021 წლის, 115,30%-ით მეტი 2020 წლის, ხოლო 17,73%-ით მეტი 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის ოთხ თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 24 562 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-აპრილში 48 359 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ოთხ თვეში 88 432 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2022 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 80,33%-ი დაიბრუნა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში 2021 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 14177,58%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 0,70%-იანი კლება, ხოლო 2019 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 19,76%-იანი კლება. 2022 წლის იანვარ-აპრილში აეროპორტი 180 183 მგზავრს, 2021 წლის იანვარ-აპრილში 1 262 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 181 453 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 224 314 მგზავრს.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მათ მოახერხეს და პანდემიამდე არსებული მაჩვენებლები დაიბრუნეს და მგზავრთნაკადის სტატისტიკა გააუმჯობესეს კიდეც.
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2022 წლის ოთხ თვეში 2021 წლის ოთხ თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 276,42%-იანი ზრდაა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 19,03%-იანი კლება. რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მგზავრთნაკადის შედარებას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან 16,53%-იანი ზრდაა.
ამბროლაურის აეროპორტში 2021 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებთან შედარებით 137,63%-იანი მატება, 2020 წლის ოთხი თვის მაჩვენებლებთან შედარებით 133,86%-იანი ზრდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 60,14%-იანი ზრდა.
ხოლო ნატახტრის აეროდრომში გასული წლის ოთხ თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 236,45%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 55,92%-იანი ზრდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 38,61%-იანი ზრდა.