საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი პარიზში 55-ე საერთაშორისო ავიაშოუს ფარგლებში, საფრანგეთის სახელმწიფოკორპორაციის, ADP Group-ია (Aéroports de Paris)გენერალურ დირექტორსა და სამეთვალყურეოსაბჭოს თავმჯდომარე, ფილიპ პასკალს შეხვდნენ.  შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისადა მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა,განხილული იყო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სამოავლო საინვესტიციო გეგმები.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისმენეჯმენტმა შეხვედრები პარიზის ლე ბურჟესავიაშოუს ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამქვრივიშვილის ხელმძღვანელობით გამართა. ADPGroup-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრასქართულ მხარესთან ერთად, TAV Airports-ისპრეზიდენტი სერქან კაპტანი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ADP Group-ის გენერალური დირექტორისმხრიდან მზადყოფნა  გამოითქვა ვაზიანის აეროპორტის ოპერირებაში შესვლამდეგანახორციელონ მსხვილი მოცულობის ინვესტიციათბილისის მოქმედ აეროპორტში, რაცუზრუნველყოფს მგზავრთა მზარდი ნაკადებისშეუფერხებელ  მართვას, ამჟამინდელიგამტარუნარიანობის გაორმაგება, ასევე, აეროპორტის მიერ გაუმჯობესებულიინფრასტრუქტურითა და განახლებული სერვისითსაიმედო და მდგრად ფუნქციონირებას.

„ADP ჯგუფსა და საქართველოს თანამშრომლობისხანგრძლივი ისტორია აქვთ ჩვენი კომპანიის, TAV Airports-ის მეშვეობით, რასაც მნიშვნელოვანი და მასშტაბური შედეგებიც მოჰყვა. ეს მიღწევებინათლად აისახა თბილისისა და ბათუმისაეროპორტების წარმატებულ განვითარებაზე. შესაბამისად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომსაქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიდიმნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენ განვიხილეთსაქართველოში აეროპორტების განვითარებისსამომავლო პერსპექტივები, სამომავლო გეგმები და ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც წლებისგანმავლობაში გვაკავშირებდა. ვიმედოვნებთ, რომამ თანამშრომლობას მომავალშიც განვავითარებთ,“განაცხადა ADP ჯგუფის გენერალურმა დირექტორმადა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ფილიპპასკალმა.

ADP Group საფრანგეთის სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც მსოფლიოში 26 საერთაშორისო აეროპორტს მართავს და ერთ-ერთ უმსხვილესსაავიაციო ჰოლდინგს წარმოადგენს. TAV Airports-ი, რომელიც დღეს თბილისისა და ბათუმისსაერთაშორისო აეროპორტების მართვასახორციელებს, ADP Group-ის გაერთიანებაში შედის.

ქართული მხარის მიერ დადებითად შეფასდა ის ინვესტიციები, რასაც ADP Group-ში შემავალი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia 20 წლის მანძილზე ახორციელებს, რამაც თავის მხრივ, დადებითი წვლილი შეიტანა საქართველოს სამოქალაქო ავიაციისა და ზოგადად, ტურიზმისგანვითარებაში.

მოხარულნი ვართ და გვეამაყება, რომ თბილისისადა ბათუმის აეროპორტებში ოპერირების 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. მზად ვართ, ვაზიანის ახალიაეროპორტის სრულად ამოქმედებამდე, განვახორციელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციებითბილისის მოქმედ აეროპორტში. ამის მიზანიამჟამინდელი გამტარუნარიანობის გაორმაგებაა და ასევე იმის უზრუნველყოფაა, რომ აეროპორტმაგაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და განახლებული სერვისით, საიმედო და მდგრადიფუნქციონირება შეძლოს, რათა ეფექტურადმოემსახუროს მომატებულ მგზავრთნაკადს, – აღნიშნა TAV Airports – ის პრეზიდენტმა.

International Paris Air Show არის პლატფორმა ახალი ტექნოლოგიების წარსადგენად, მომავალი საქმიანი პარტნიორების მოსაძიებლად და პოტენციური ინვესტიციების მოსაზიდად, ასევე აერონავტიკისა და კოსმოსური ინდუსტრიის მომავლის განსახილველად. Paris Air Show მსოფლიოში უძველესი და უმსხვილესი ავიაშოუა, რომელიც ყოველწლიურად პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში ტარდება. ღონისძიებას 48 ქვეყნიდან 2500-ზე მეტი მონაწილე ესწრება.