საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მის ტერიტორიაზე სარეკლამო მომსახურების მიზნით ექსკლუზიური უფლების გადაცემით აუქციონს აცხადებს.
აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა სუბიექტს, რომელსაც გააჩნია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება და აკმაყოფილებს აუქციონით დადგენილ კრიტერიუმებს.
აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აეროპორტის ტერმინალში ციფრული გამომსახველი მოწყობილობებისა და ე.წ. ლაითბოქსების განთავსება. აუქციონის ფარგლებში, ქუთაისის აეროპორტის გაფრენის დარბაზში უნდა განთავსდეს 220 კვადრატული მეტრის ლედ ეკრანი. აეროპორტის შესაბამისი აღჭურვის მიზნით, სარეკლამო მომსახურების უფლების მიმღებმა პირმა უნდა გასწიოს არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტიცია.
გამარჯვებულ კომპანიას დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სარეკლამო უფლებით სარგებლობა 10 წლის ვადით შეეძლება.
აუქციონი 19 ნოემბერს, 17:00 საათზე დასრულდება. დეტალები იხილეთ ვებგვერდზე https://www.eauction.ge/Home/EntityAdminView/749257